რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.97% აიღო – ეგზიტპოლი

ვლადიმირ პუტინი

პირველი ოფიციალური შედეგების მიხედვით, რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა და ხმების 87.97% მოიპოვა. შედეგად, პუტინი რუსეთის პრეზიდენტი დამატებით კიდევ ერთი 6-წლიანი ვადით იქნება.

სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევის ორგანიზაციის (ВЦИОМ) მიხედვით, პუტინმა არჩევნებში ხმების 87% აიღო, ხოლო საზოგადოების აზრის ფონდის (FOM) ცნობით, პუტინს მოსახლეობის 87.8%-მა დაუჭირა მხარი.

საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით,  მეორე ადგილზე ხმების 4%-ით "კომუნისტების" კანდიდატი ნიკოლაი ხარინტოვი გავიდა, ხოლო "ახალი ხალხის" ვლადისლავ დავანკოვმა და "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლეონიდ სლუცკიმ, შესაბამისად, 3.85% და 3.02% აიღეს.

ამ დროისთვის საარჩევნო ოლქების 24.4%-ია დათვლილი. საარჩევნო კომისიის ცნობით, 2024 წლის არჩევნებში 8 მილიონმა ადამიანმა ონლაინ მისცა ხმა, ხოლო ჯამში არჩევნებზე მოსახლეობის 74.22% მივიდა, რაც 2018 წლის 67.5%-იან მაჩვენებელს აღემატება.

რუსეთში მიმდინარე არჩევნებს თეთრი სახლი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები "აშკარად უსამართლო" იყო, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის "არჩევნების იმიტაციას" ლეგიტიმაცია არ აქვს.

კომენტარები