რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

რუსეთში საარჩევნო უბანზე 64 წლის ქალმა ასაფეთქებელი მიიტანა და საპირფარეშოში ააფეთქა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად მოსახლეობა რიგში დგას, 17 მარტი, 2024
Natalia Kolesnikova/AFP via Getty Images

ტელეგრამ არხ Baza-ს ინფორმაციით, პერმის ქალაქში 64 წლის ქალმა ერთ-ერთ ცენტრალურ საარჩევნო უბანზე დიდი ზომის ასაფეთქებელი მიიტანა და შენობის საპირფარეშოში ააფეთქა.

გავრცელებული ცნობებით, შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაშავდა, ხოლო შენობიდან 50-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ცნობები პერმის ტერიტორიული უსაფრთხოების სამინისტრომაც დაადასტურა, ხოლო ტელეგრამ არხ Properm.ru-ს მიხედვით, დაშავებული ქალი მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები