რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინმა 87.28% აიღო

რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხმების დათვლა დასრულდა. რუსეთის ცესკოს ცნობით, ვლადიმირ პუტინმა 87.28% აიღო.

არჩევნებში, რომელიც აბსოლუტურად არაკონკურენტულ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, მეორე ადგილი დაიკავა რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა, ნიკოლაი ხარიტონოვმა 4.31%-ით. მესამე ადგილი დაიკავა პარტია "ახალი ხალხის" კანდიდატმა, ვლადისლავ დავანკოვმა 3.85%-ით, ხოლო ბოლო ადგილზე გავიდა ვლადიმირ ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი, 3.20%-ით. 

ეს ყველაზე დიდი პროცენტია, რაც კი პუტინს არჩევნებში აუღია.

კომენტარები