ოჯახური დანაშაული

რუსთავში, კაცმა ყოფილი ცოლის მანქანა დაწვა და მას დანით ემუქრებოდა

რუსთავში ოჯახური დანაშაულისთვის მამაკაცი დააკავეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კაცმა ყოფილ ცოლს ჯერ მანქანა დაუზიანა, შემდეგ კი ცეცხლი მოუკიდა და დაწვა. იქამდე, ის ქალს ცივი იარაღით ემუქრებოდა და შერიგებას სთხოვდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს. 

კომენტარები