ოჯახური დანაშაული

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში 80 წელს გადაცილებულმა კაცმა შვილიშვილი დაჭრა

flickr.com

ზუგდიდის სოფელ დარჩელში კაცმა შვილიშვილი დაჭრა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე 80 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს.

რადიო ათინათის ცნობით, დაჭრილი ახალაგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. მას დაზიანება, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები