ოჯახური დანაშაული

11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს (ვიდეო)

shutterstock

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. 

გაირკვა, რომ ბრალდებული თავის არასრულწლოვან შვილზე სისტემატიურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები" - აცხადებს შსს.

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები