ეკონომიკური ზრდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 5.8%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, "ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია".

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აღნიშნავს, რომ კლების ტენდენცია იყო ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

კომენტარები