სალომე ზურაბიშვილი

ბოკუჩავა: ენმ მზადაა, ზურაბიშვილის ინიციატივაში მონაწილეობა მიიღოს

მინდა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მზაობა დაგიდასტუროთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივაში მონაწილეობა მივიღოთ. იმიტომ, რომ ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია იმ არჩევნების წინ, რომელიც საქართველოს ელოდება. ამ არჩევნებმა ცვლილება აუცილებლად უნდა მოიტანოს.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".

პრეზიდენტის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს  და ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.

კომენტარები