ირაკლი კობახიძე პრემიერობის კანდიდატად განიხილება. იმ შემთხვევაში, თუ ის პრემიერმინისტრი გახდება, ეს ქართული დემოკრატიისთვის ისტორიული მომენტი იქნება, რადგან პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე გადავიდა, ქვეყნის პრემიერმინისტრი რეალურად საპარლამენტო წიაღიდან წამოვა [...] ვფიქრობ, ეს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას ახალ დინამიკას შესძენს.
tbl.ge/6oim
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. 29 იანვარს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა. ის ქართული ოცნების თავმჯდომარე ხდება, პრემიერის პოსტზე კი ირაკლი კობახიძე განიხილება.
ცვლილებებთან დაკავშირებით, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება.
ქართული ოცნებაშალვა პაპუაშვილიირაკლი კობახიძესაქართველოს პარლამენტისამთავრობო ცვლილებასაქართველოს მთავრობა
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




