ჰაიტი

ჰაიტიში ავტობუსიდან 6 მონაზონი გაიტაცეს

პორტ-ო-პრინსის სოლინოს უბანში კრიმინალურ ბანდებს გაქცეული ოჯახები ქუჩებში რჩებიან, 2024 წლის 18 იანვარი
AFP

ჰაიტიში ავტობუსიდან წმინდა ანას დების კონგრეგაციის 6 მონაზონი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ, 19 იანვარს მოხდა.

ცნობილია, რომ მონაზვნებთან ერთად გაიტაცეს ავტობუსის სხვა მგზავრებიც, თუმცა მათი ვინაობა და რაოდენობა უცნობია. უცნობია ისიც, ვინ არის გატაცებაზე პასუხისმგებელი.

მონაზვნები ჰაიტიში გახმაურებული გატაცებების ბოლო მსხვერპლები არიან. ნოემბრის ბოლოს დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში გაიტაცეს ცნობილი ჰაიტელი ექიმი დუგლას ფეიფი. გამოსასყიდის არაერთგზის გადახდის მიუხედავად, ის ჯერ კიდევ ბანდების ტყვეობაში რჩება.

აღსანიშნავია, რომ პორტ-ო-პრენსის დაახლოებით 80%-ს ბანდები აკონტროლებენ. ჰაიტიში კრიმინალური დაჯგუფებები 2021 წლის ივლისიდან, პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ გაძლიერდნენ. მას შემდეგ ქვეყანაში გატაცებებისა და მკვლელობების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

გასულ წელს, გაეროს მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დაახლოებით 3 000 ადამიანი გაიტაცეს.

კომენტარები