თბილისის მერი, კახა კალაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ოჯახთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეწვია და ამის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
"მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.
დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს!
ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს!". - წერს კალაძე.