კახა კალაძე

კალაძე: ვერ ნახავთ ფაქტს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, ვარ შემდგარი ადამიანი

მთელი ამ წლების განმავლობაში, პოლიტიკურად ვერ მამარცხებთ, რადგან მაქვს, ქართველი ხალხის მხარდაჭერა, სიყვარული და პატივისცემა. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, ან კანონის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები გადამედგას. მე ვარ შემდგარი ადამიანი, თქვენ ცდილობთ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება წაშალოთ, რადგან ვერ მოახერხებთ ამას, რადგან წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი, მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი და დღეს ვარ შემდგარი, დამოუკიდებელი ადამიანი.

უთხრა ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, მთავარი პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ცნობით, ყოფილ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს "განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების" გამო ბრალი წარუდგინეს.

კომენტარები