კახა კალაძე

კალაძე: თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი ჭორებით ავრცელებენ, ეს მე ვერაფერს დამაკლებს

განსაკურებით ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმის ობიექტი ვარ და ბრალდებების სპექტრიც მრავალფეროვანია. 2012 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარ, ვისაც ყველანაირად თავს ესხმიან. თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, იკადროს, ყველაფერი გააკეთეს. არ არსებობს არანაირი წითელი ხაზი. ისინი ორ რამეს ვერ მპატიობენ - ქვეყნის მიმართ სიყვარულს და იმ გუნდთან ერთად დგომას, რომელსაც ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ჰქვია.

ყველაფერ სიბიძურეს, თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი და შეთხზული ჭორებით ავრცელებენ და ა.შ. ეს მე ვერაფერს დამაკლებს. მათ ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ, არის ის, რომ ქართველ ხალხს ჩემს მიმართ აქვს გარკვეული დამოკიდებულება, რაც ეს შემთხვევით არ მოსულა. ეს არის ის, რასაც მე წლების განმავლობაში ვაშენებ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ოჯახი, შვილები, ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული ჩემს მიმართ, რასაც ძალიან ვუფრთხილდები და ვამაყობ.

თქვა ივანიშვილის თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები