ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბირთვული იარაღი, რომლის ბელარუსში განთავსებას რუსეთი გეგმავდა, უკვე ქვეყანაშია.
"დიდი ხნის წინ დასრულდა ტრანსპორტირება. სექტემბერში ან ოქტომბერში. ყველაფერი თავის ადგილას, კარგ მდგომარეობაშია". – ამბობს ლუკაშენკო.
კითხვაზე, თუ როდის იგეგმება უახლოესი სამხედრო წვრთნები, ბელარუსის პირველმა პირმა ასე უპასუხა:
"ჩვენ ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობთ. ყოფილი ვაგნერელებიც, რომლებიც ჩვენთან დარჩნენ, სამხედრო ქვედანაყოფებში წარმატებით მუშაობენ, გამოცდილებას გვიზიარებენ".
მიმდინარე წლის 25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღი განთავსდება.