რუსეთი-ბელარუსი

რუსეთი და ბელარუსი სექტემბერში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები "ზაპად-2025" მიმდინარე წლის 12-16 სექტემბერში გაიმართება.

ინფორმაციას გამოცემა Censor.net ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

2025 წლის 6 აგვისტოს ბელარუსში რუსი სამხედროების პირველი ეშელონი ჩავიდა. 

საკავშირო სახელმწიფოს მიერ ინიცირებული წვრთნების მიზანი "შესაძლო აგრესიის მოგერიებისთვის მზადყოფნაა".

საკავშირო სახელმწიფო რუსეთისა და ბელარუსის გაერთიანებაა. 1999 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მომავალში რუსეთსა და ბელარუსს საერთო კონფედერაცია უნდა შეექმნათ. ბოლო პერიოდის განმავლობაში კრემლი ბელარუსზე მზარდ ზეწოლას ახორციელებდა და მისგან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვდა. 

კომენტარები