რუსეთი-ბელარუსი

უფროს ძმას ვეხუმრე, ორეშნიკის განსათავსებლად ადგილი მზად გვაქვს-მეთქი – ლუკაშენკო

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო 

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ვლადიმირ პუტინს ეხუმრა, რომ მზად არის ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული შესაძლებლობის მქონე ორეშნიკის ტიპის კონტინენტთაშორისი რაკეტების განსათავსებლად.

ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინაში ორეშნიკის გამოყენებამ დაძაბულობა განმუხტა და დასავლეთი შეაშინა. 

"კარგი იარაღია, არბირთვული, მაგრამ საკუთარი ძალით ბირთვულ იარაღს უტოლდება, თუმცა რადიაციის გარეშე." – გაიმეორა ლუკაშენკომ პუტინის სიტყვები ორეშნიკთან დაკავშირებით.

ლუკაშენკოს თქმით, პუტინს ბელარუსში ორეშნიკის კონტინენტთაშორისი რაკეტების განთავსების შესაძლებლობაზე ეხუმრა.

"მე უფროს ძმას ვეხუმრე, განსათავსებლად ადგილები მზად არის-მეთქი. როდის? მოვიფიქრებთ." - თქვა ლუკაშენკომ.

21 ნოემბერს უკრაინა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც კონტინენტთაშორისი რაკეტით იერიში მიიტანეს. სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი 2023 წლიდან არის განთავსებული. ამ საკითხზე მინსკი და მოსკოვი 2023 წლის 25 მარტს შეთანხმდნენ.

კომენტარები