ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი Intel-ს ჩიპების საწარმოს ასაშენებლად $3.2 მილიარდის გრანტს გადასცემს

ისრაელის მთავრობა ამერიკულ კორპორაცია Intel-ს ქვეყნის სამხრეთში $25 მილიარდის ღირებულების ჩიპების საწარმოს ასაშენებლად $3.2 მილიარდის სამთავრობო გრანტს გადასცემს. აღნიშნულ ინფორმაციას ორივე მხარე ავრცელებს.

ეს ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი უცხოური ინვესტიცია იქნება. ისრაელის მთავრობის მიერ გაცემული გრანტი Intel-ის ინვესტიციის 12.8%-ს შეადგენს, თუმცა, მიკროსქემების მწარმოებელი ასევე 60 მილიარდი შეკელის ($16.6 მილიარდის) ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის პირობას დებს, ხოლო ახლად აშენებული საწარმო ათასობით სამუშაო ადგილს გააჩენს.

ივნისის თვეში ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთიანიაჰუმ Intel-ის ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ ამ დრომდე კომპანიას აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებული არ ჰქონდა.

Intel-ის კორპორაცია ისრაელში მიკროსქემების განვითარებისთვის, დამზადებისა და წარმოებისთვის ოთხ დაწესებულებას მართავს და ქვეყანაში 12 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მიკროსქემების ახალი საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებულია და მისი გახსნა 2027 წელს, ხოლო ოპერირების დაწყება 2035 წელს იგეგმება.

კომენტარები