ალტ-ინფო

ალტ-ინფოს ლიდერი: ადმინისტრაციულ შენობებთან ბევრი დროშაა და ზუსტად იგივეს გავიმეორებთ

უკან დახევას არ ვაპირებთ და მზად ვართ, რისკზე წავიდეთ. თუ ხელისუფლება თვლის, რომ დასავლური დირექტივების კვალად ადამიანები ასე უსამართლოდ, დროშის დახევის გამო 6 წლით ციხეში უნდა გაუშვან, მაშინ კი ბატონო, ადმინისტრაციულ შენობებთან ბევრი დროშაა და ზუსტად იგივეს გავიმეორებთ. თან არც გავჩერდებით, სანამ ან არ იტყვიან, რომ ის ადამიანი [ლაშა შარუხია] უსამართლოდ ზის და გამოუშვებენ ან მოუწევთ იგივეს გაკეთება ჩვენზეც [...] სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ იმ დასავლური დიქტატის პირობებში, სადაც რისკზე წასვლა გიწევს, სხვანაირად სამართალს ვერ აღწევ.

ამბობს ალტ-ინფოს ლიდერი შოთა მარტინენკო.  

თბილისის მერიასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დაკავებული პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები, ირაკლი მარტინენკო და ზურაბ მახარაზე გაათავისუფლეს. მათგან ერთი პირი დააჯარიმეს, ხოლო მეორის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. მახარაძის თქმით, ეს იყო პროტესტი მცხეთის გამგეობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვის გამო ლაშა შარუხიასთვის პატიმრობის შეფარდების წინააღმდეგ.

კომენტარები