გერმანია-რუსეთი

გერმანია რუსეთისგან საკუთარი თავისა და NATO-ს დასაცავად უნდა მოემზადოს – არმიის მეთაური

გერმანიის გენერალი კარსტენ ბროიერი
Getty

გერმანიის თავდაცვის ძალების მეთაურის კარსტენ ბროიერის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში გერმანია არ არის აღჭურვილი, რათა საკუთარი თავი ან NATO-ს მოკავშირეები დაიცვას.

მისი თქმით, გერმანია რუსული აგრესიისგან დასაცავად თავდაცვითი ომის საწარმოებლად მზად უნდა იყოს, მაგრამ მაშინ, როცა რუსეთის გადაიარაღების მასშტაბი მნიშვნელოვნად დიდია, გერმანიის შეიარაღებული ძალები ჩამორჩება მას.

გაერთიანებული სამეფოში მდებარე კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების საკითხებს იკვლევს, 2022 წლის ოქტომბერში რუსეთი თვეში დაახლოებით 40 შორი მოქმედების რაკეტას ამზადებდა. დღესდღეობით, ეს მაჩვენებელი თვეში 100-ზე მეტ რაკეტას აღემატება.

"უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ერთ დღეს ჩვენ შესაძლოა თავდაცვითი ომი მოგვიწიოს და აღარ გვექნება არჩევანი, გვინდა თუ არა ჩვენგან შორს საბრძოლო მისიაში მონაწილეობა მივიღოთ".

მან ასევე დაამატა, რომ "სრულყოფილი მსოფლიო", რომლის რწმენაც ხალხს სურს, აღარ არსებობს. შესაბამისად, "საზოგადოებამ უნდა გაიაზროს მტკიცე შეკავების პოლიტიკის მნიშვნელობა".

კომენტარები