გერმანია-რუსეთი

ოლაფ შოლცი ვლადიმირ პუტინთან საუბრის შესაძლებლობას განიხილავს

ვლადიმირ პუტინისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა კრემლში. 2022 წლის 15 თებერვალი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარს განიხილავს, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ შოლცმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"მე მას დაველაპარაკები". - თქვა შოლცმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას, თუმცა, არ დაუკონკრეტებია როდის ან რა ვითარებაში შედგება მისი და ვლადიმირ პუტინის საუბარი.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ზემოხსენებული საუბარი არ იქნება იმ პრინციპის, როგორიცაა ვინმესთან ერთად ყავის დალევა და საბოლოო შეთანხმების მოლოდინი. შოლცის შეფასებით, ამ ეტაპზე პუტინი არ ამჟღავნებს, რომ მას რამეში ჩართვა სურს.

ოლაფ შოლცსა და ვლადიმირ პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი გასული წლის 2 დეკემბერს შედგა. ამის შემდეგ გერმანიის კანცლერმა საუბრის გაგრძელების მზაობა რამდენჯერმე გამოთქვა, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნა, რომ ამ პროცესის გაგრძელებისთვის გარკვეული ნაბიჯები მეორე მხარემაც უნდა გადადგას.

კომენტარები