გერმანია-რუსეთი

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ვემხრობი რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის აქტივების ჩამორთმევას

ქრისტიან ლინდნერი
dw.com

გერმანიის ფინანსთა მინისტრი, ქრისტიან ლინდნერი რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის აქტივების ჩამორთმევას მხარს უჭერს.

"ჩემთვის პოლიტიკურად მისაღებია რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის უცხოური აქტივების ჩამორთმევის იდეა". – თქვა ლინდნერმა და დაამატა, რომ ეს საკითხი განიხილება დიდი შვიდეულსა და ევროკავშირში. 

ასევე, ლინდნერმა აღნიშნა, რომ ოლიაგრქების პირადი აქტივების შემთხვევაში გადახედავენ, თუ რა სამართლებრივი გზები არსებობს. 

"რაც შეეხება პირად აქტივებს, უნდა ვნახოთ თუ რა შეგვიძლია სამართლებრივად. კანონის უზენაესობას პატივი უნდა ვცეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე რუს ოლიგარქებთან გვაქვს". – აღნიშნა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, დასავლურ ქვეყნებში რუსეთის, მათ შორის ოლიგარქების, აქტივების გაყინვა ან ჩამორთმევა დაიწყეს. აშშ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინის რეკონსტრუქციაში დასახმარებლად გამოყენებას აპირებს.

კომენტარები