ვაჭრობა

საქსტატი: თურქეთი, რუსეთი, აშშ – იანვარ-ნოემბერში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19 612.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.7%-ით მეტია. აქედან ექსპორტი  5 584.3 მლნ დოლარია (+11.1%), ხოლო იმპორტი 14 028.5 მლნ დოლარი (+16.1%). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 8 444.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვა 43.1%-ია. 

2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია: აზერბაიჯანი ($787.8 მლნ), სომხეთი ($710.7 მლნ), ყაზახეთი ($649.2 მლნ). 

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი ($2 326.2 მლნ), აშშ ($1 769.7 მლნ), რუსეთი ( $1 589.1 მლნ). 

რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, პირველ ადგილზეა თურქეთი ($2 714.8 მლნ), მეორეზე რუსეთი ($2 193.9 მლნ) და მესამეზე აშშ ($1 846.2 მლნ). 

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 946.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9%-ია. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 472.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 240.3 მლნ. აშშ დოლარით (4.3%).

 

 

კომენტარები