ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ვაჭრობა

აშშ-ში ტანსაცმლის მაღაზიები ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპით იხურება

ორშაბათი, 10 აპრილი, 2017 - 14:31
tbl.ge/2aey
დაკოპირდა

აშშ-ში შოპინგ მოლების კრიზისი დაიწყო, დაბალი მოთხოვნის გამო წელს 9 ათასზე მეტი ტანსაცმლის მაღაზიის დახურვაა დაგეგმილი, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდსაც კი აჭარბებს. მაღაზიების შემცირებას პრაქტიკულად ყველა ბრენდი გეგმავს. 

აშშ-ის დასაქმების ბიუროს მონაცემებით, ეკონომიკის სექტორების მიხედვით, 2017 წლის მარტში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი ვაჭრობის, მიმართულებით დაიკარგა. მარტში აღნიშნული მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა 29 ათასით, თებერვალში კი 30 ათასით შემცირდა, ეს შემცირება 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ ყველაზე მასშტაბურია.

Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ში შოპინგ მოლების "ბუშტია". ქვეყანაში გასული წლების მანძილზე აშენდა ასობით ახალი შოპინგ მოლი, ისე რომ მათზე მოთხოვნა სათანადოდ არ იყო შესწვავლილი, ამ მოლებმა შედარებით იაფი რენტის გამო ტანსაცმლის მაღაზიები მიიზიდა, ახლა კი მომხმარებელთა ნაკლებობის გამო რიგი მაღაზიები იხურება. Urban Outfitters-ის ხელმძღვანელის რიჩარდ ჰაინის თქმით, ტანსაცმლის მაღაზიების ბუშტი ზუსტად ისევე სკდება, როგორც ეს 2007 წელს უძრავი ქონების ბაზარზე მოხდა. 

Credit Suisse-ის შეფასებით, 2017 წელს დაახლოებით 9 ათასი ტანსაცმლის მაღაზიის დახურვაა მოსალოდნელი, აღნიშნული მაჩვენებელი ფინანსური კრიზისის პერიოდს 3 ათასით აღემატება. 

ამ სავაჭრო ცენტრებში არსებული ვითარება ასე გამოიყურება:

ყველაზე მწვავედ მომხმარებელთა შემცირება Sears-ის, Abercrombie & Fitch-ს, Macy’s-ისა და J.C. Penney ბრენდებს ეხება. აღნიშნული კომპანიები წელს ასობით მაღაზიის დახურვას გეგმავენ. ზოგიერთი ბრენდი გადარჩენის მიზნით ელექტრონულ მაღაზიებად გარდაქმნას გეგმავენ.

აშშ-ში ჯამში 1.2 ათასი დიდი ზომის შოპინგ მოლია, Cushman & Wakefield-ის კვლევის მიხედვით 2010-2013 წლებში მომხმარებელთა რაოდენობა, ვინც $100-ზე მეტს ხარჯავს 50%-ით შემცირდა. ამ სავაჭრო ცენტრებიდან მდგომარეობა უმჯობესადაა დიდ ქალაქებში, სადაც მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივ მოსახლოებასთან ერთად ტურისტებიდან გენერირდება. ვითარება მძიმეა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ შტატებში. ქვეყნის პერიფერიაში D და C კატეგორიის სავაჭრო ცენტრების 1/3 მაღაზიების შემცირების გამო შეიძლება სრულად დაიხურონ. 

აშშ-ში ერთ მოქალაქეზე 23.5 კვადრატული ფუტი სავაჭრო სივრცე მოდის, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება კანადის - 16.4 კვადრატული ფუტი, ავსტრალიის 11.1 კვადარტული ფუტი მაჩვენებელს. აშშ-ის მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. იმ ფონზე კი როდესაც სულ უფრო მეტი ადამიანი ტანსაცმლის ყიდვას ონლაინ ამჯობინებს, და ამასთანავე ოჯახების ფინანსური მდგომარეობაც მაღალი ტემპით არ უმჯობესდება ახალი ტანსაცმლის მაღაზიების გახსნა სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ინვესტიცია ხდება.

ვაჭრობამაღაზიააშშ

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 19 დეკემბერი, 2023 - 14:01საქსტატი: თურქეთი, რუსეთი, აშშ – იანვარ-ნოემბერში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები
  • სამშაბათი, 19 მარტი, 2019 - 19:21იანვარ-თებერვალში ევროკავშირში ექსპორტი 10.7%-ით შემცირდა, დსთ-ში 45.7%-ით გაიზარდა
  • სამშაბათი, 6 მარტი, 2018 - 16:073 მიზეზი, რის გამოც უცხოურ ფოლადზე ტარიფის მატება ამერიკის ეკონომიკას დააზარალებს
  • სამშაბათი, 9 აპრილი, 2013 - 12:45ამერიკა და ევროპა ეკონომიკურ NATO-ს ქმნიან

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 00:39

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:43

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:06

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 21:19

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 20:46

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს

ყველაზე კითხვადი

დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
1დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
2ზელენსკი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ "მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს" აანონსებს
3WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
4ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
5ქორწილის მოწმემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - შსს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕