PISA

მინისტრის მოადგილე PISA-ზე: არ არის გაუმჯობესება, მაგრამ გაუარესებული მონაცემები არ არის

PISA-ს მონაცემებზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა ვნახოთ ეს მონაცემი, იქ საუბარია OECD-ის ქვეყნების მონაცემზე, საუბარია კოვიდის პერიოდზე. კოვიდის პერიოდში თუ მიაქცევთ ყურადღებას, მთლიანად ქვეყნების მონაცემები, არამხოლოდ ჩვენი, არის გაუარესებული, და ამის მიზეზი არის სწორედ კოვიდპანდემია.

ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული,მაგრამ გაუარესებული მონაცემები არ არს, ანუ იგივე მოცემულობაა, რაც იყო 2018 წელს, თუმცა, თუ გადავხედავთ ზოგად მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კოვიდმა თავისი გავლენა იქონია პროცესებზე

მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამის (PISA)  ახალ მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს შედეგები წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში შემცირდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის სამივე ნაწილში საშუალო მაჩვენებლებს ჩამორჩება. საშუალო მაჩვენებელი წაკითხულის გააზრებაში 476 ქულაა, მათემატიკაში 472, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 485. 

კომენტარები