შაკირა

ჯარიმა ციხის ნაცვლად – შაკირამ ესპანეთის სასამართლოსთან საპროცესო გარიგება დადო

შაკირა
Mike Coppola/Getty Images

შაკირამ ესპანეთის სასამართლოსთან საპროცესო გარიგება დადო, გადასახადების დამალვისთვის გასამართლებულ კოლუმბიელ მომღერალს პატიმრობის სანაცვლოდ ჯარიმის გადახდა მოუწევს.

20 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ სასამართლოზე შაკირა დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ სამწლიანი პატიმრობის ნაცვლად მომღერალს 7.3 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების გადახდა მიუსაჯა.

მომღერალი 2022 წლის ივლისში გადასახადების დამალვაში დაადანაშაულეს. პროკურატურის მტკიცებით შაკირამ 2012-2014 წლებში სახელმწიფოს 14.5 მილიონი ევრო დაუმალა. 

2023 წლის სექტემბერში შაკირას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა. ამჯერად პროკურატურა პოპ შემსრულებელს 2018 წელს სახელმწიფოსთვის გადაუხდელ 6.7 მილიონ ევროს ედავება.

შაკირა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის რეზიდენტია წლების განმავლობაში ესპანეთის გარეთ ცხოვრობდა. 

კომენტარები