შაკირა

შაკირას მშობლიურ ქალაქში მომღერლის 6.5-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს

შაკირას ქანდაკება ბარანკილაში
AFP

შაკირას მშობლიურ ქალაქ ბარანკილიაში მისი ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს.

6.5-მეტრიანი სკულპტურა კოლუმბიელი მომღერლის პოპულარული სიმღერის, Hips Don't Lie-ს ვიდეორგოლში გამოყენებული საცეკვაო ილეთის პოზაში დგას.

ქანდაკების გახსნის ცერემონიას ბარანკილიას მერთან ერთად შაკირას მშობლებიც დაესწრნენ. მომღერალმა საკუთარ Instagram-გვერდზე ძეგლთან მდგარი მშობლების ფოტოც გამოაქვეყნა.

შაკირამ ნამუშევრის ავტორს, ინიო მარკესსა და მის სტუდენტებს ბრინჯაოს ქანდაკების შექმნისას გამოვლენილი "უზარმაზარი მხატვრული ნიჭისთვის" მადლობა გადაუხადა.

კომენტარები