შაკირა

ესპანეთმა შაკირა გადასახადებისგან თავის არიდებაში მეორედ დაადანაშაულა

ესპანეთის პროკურატურამ კოლუმბიელი მომღერალი შაკირა გადასახადებისგან თავის არიდებაში მეორედ დაადანაშაულა. 

პროკურატურის მტკიცებით 2018 წელს პოპ მომღერალმა სახელმწიფოს 6.7 მილიონის ოდენობის საშემოსავლო გადასახადი დაუმალა, რომელიც შაკირას მსოფლიო ტურნე El Dorado-დან და სხვა შედარებით მცირე ღონისძიებებიდან შემოსული ჰონორარიდან უნდა გადაეხადა.

გადასახადების დამალვის მეორე საქმე სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის ივლისში აღძრეს, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ამბავი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

2022 წლის ივლისში მომღერალი გადასახადების დამალვაში პირველად დაადანაშაულეს. პროკურატურის მტკიცებით 2012-2014 წლებში სახელმწიფოს 14.5 მილიონი ევრო დაუმალა. 

მომღერალი ამჟამად აშშ-ში, მაიამიში ცხოვრობს. შაკირა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის რეზიდენტია წლების განმავლობაში ესპანეთის გარეთ ცხოვრობდა. 

პირველ საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კოლუმბიელ მომღერალს 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები