შაკირა

კლიპის გადაღებებზე შაკირა ვირთხამ შეაშინა – [VIDEO]

შაკირას თავთან ვირთხამ ჩაურბინა, როდესაც მომღერალი კლიპის გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა. ვიდეოს თავად შემსრულებელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"აი ასეთი რაღაცები ემართებათ ქალთევზებს". – წერს Instagram-ზე მომღერალი.

კლიპი სიმღერაზე Copa Vacía ივნისში გამოვიდა. გადაღებებზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა – წყლის რეზერვუარი გასკდა და გადასაღები მოედანი დაიტბორა, ქალთევზას კოსტიუმში გამოწყობილ მომღერალმა გარიდება ვერ მოახერხა და წყლიდან ამოსასვლელად გადამღები ჯგუფის დახმარება დასჭირდა.

 

კომენტარები