ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე

არსებობს პარტიის 40 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა, რომელიც გამოსავლის სახით არის ნაჩვენები. აპირებენ საერთოდ განხილვას ამ ინიციატივის? აპირებენ, რომ ასახონ ეს ინიციატივა, ნაწილობრივ მაინც მანიფესტში? ეთანხმებიან სააკაშვილს, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოდან ხალხი არ უნდა გაყრილიყო? 

ადამიანს, რომელსაც სურს თანამშრომლობა, ის არ ესაუბრება ათი ათასობით თანამოაზრეს - ჯერ კიდევ, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად პარტიის წევრებს - მგლის ბილეთების გადაცემით. ასე არ იქცევიან, როდესაც შენ გინდა თანამშრომლობა, პოლიტიკური საბჭოდან არ ყრი ხალხს. როდესაც შენ ამ შეცდომას დაუშვებ, შეგიძლია აღიარო ეს შეცდომა და ამის შემდეგ მოგიგვარდება ეს პრობლემა, მაგრამ შეცდომაში, რბილად რომ ვთქვათ, გაჯიუტებას აქვს ადგილი. მარტივად რომ შევაფასოთ, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის განცხადებების საპასუხოდ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია 10 ნოემბერს გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც პარტიაში იქნება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

კომენტარები