ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აშშ-ში MEGOBARI აქტის ინიციატორ რესპუბლიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს შეხვდნენ - ამის შესახებ განცხადებას ენმ-ს ფეისბუქ გვერდი ავრცელებს და ფოტოს აქვეყნებს.
"დღეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.
პარტიის ლიდერები საქართველოს დიდ მეგობარს, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მეგობარი აქტის მიღების საკითხსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური პატიმრების საკითხსა და საქართველო-აშშ-ის ორმხრივ პარტნიორობას". - წერია განაცხადებაში





