ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: დავტოვე ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც სწორი ღირებულებები დატოვა

დავტოვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პარტია, რომელმაც დატოვა სწორი და მართალი ღირებულებები - სადაც ერთობის სურვილი, ეროვნული მისწრაფებები და გამარჯვებისკენ მოძრაობა, მხოლოდ სახელშიღა შემორჩა.
დავტოვე პარტია, რომელიც დატოვა და რომელსაც ტოვებს ხალხი, ვინც იქ წლების განმავლობაში, ბრძოლისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იყო და არა სკამისა და ოპოზიციაში ჩინოვნიკობისთვის.
ჩვენ, თანამოაზრეები, ძალიან ბევრნი ვიყავით, ვართ და ვიქნებით იქ, სადაც შესაძლებელი იქნება ბრძოლა და გავხდებით იმდენნი, რომ გარდაუვალი იქნება გამარჯვება.
ეს, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ერთი თავის დასასრული და ახალი გამარჯვების დასაწყისია.
ძალიან მჯერა რომ, გამარჯვების საწინდარი მხოლოდ სიმართლეა, მორალური სიცხადე, გამჭვირვალობა და სუფთა რეპუტაცია, გამბედაობა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესის განცდა.
ახალი გუნდის პოლიტიკა იქნება ხალხის, სახელმწიფოს, იდეალების მსახურება და არა ხალხისა და სახელმწიფოს ჩაყენება, საკუთარი მერკანტილური ინტერესების სამსახურში.
ეს ქვეყანა არ დარჩება ივანიშვილისად და ვერ გახდება კეზერაშვილ-მერაბიშვილის, ვერც მათი პოლიტიკურ-კორუფციული ვაჭრობა და გარიგებები, დაწერს ამ ქვეყნის ისტორიას, ახალი გამარჯვების ისტორიას დაწერს ხალხი და პატივია ამ პროცესში მათ გვერდში დგომა.
მალე გამარჯვებამდე…!
 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა ნიკა მელიამ

კომენტარები