ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი თვლის, რომ ღაზის სექტორი პალესტინური ადმინისტრაციის მმართველობას უნდა დაუბრუნდეს

ჯო ბაიდენი ებრაული საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრაზე, 2023 წლის 11 ოქტომბერი.
AP/Susan Walsh

ამერიკულმა მედია The Washington Post-მა გამოაქვეყნა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოსაზრება, რომელშიც ის ამბობს, რომ ღაზის სექტორი პალესტინელთა მთავრობის მმართველობას უნდა დაუბრუნდეს.

"ღაზა და დასავლეთ სანაპირო ერთ მმართველობით სისტემაში ხელახლა უნდა გაერთიანდეს, განსაკუთრებით განახლებული პალესტინური ადმინისტრაციაში, მაშინ, როცა ყველა ვმუშაობთ ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრის გზაზე". - წერს ჯო ბაიდენი the Washington Post-ზე გამოქვეყნებულ წერილში.

ამას გარდა, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზიდან არ უნდა მოხდეს პალესტინელების იძულებითი გადაადგილება, ხელახალი ოკუპაცია და ტერიტორიის შემცირება. მისივე თქმით, ისრაელის მთავრობას მოუწოდა, რომ დასაჯონ "ექსტრემისტი" ადამიანები, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებს თავს ესხმიან. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, მსგავსი პირებისთვის ვაშინგტონი ვიზასთან დაკავშირებულ აკრძალვებს ამზადებს.

ღაზის სექტორს ჰამასი 2007 წლიდან, პალესტინელ არაბთა შორის მომხდარი შიდა დაპირისპირების შემდეგ აკონტროლებს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო. სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ნოემბერში IDF-ის ძალები ქალაქ ღაზაში შევიდნენ. ღაზის სექტორი ჯერჯერობით შუაზეა გაყოფილი. 16 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილი სრულად დაიკავეს და ომის ახალი ფაზა დაიწყო.

კომენტარები