ორი დღის წინ, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. შემდეგ დღეს გავრცელდა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 85% უჭერს მხარს, რაც მანამდე არსებულ 80%-ზე მეტია. არ ვიცი, შეიძლება თუ არა რომ ეს კიდევ უფრო გაიზარდოს. მაგრამ, საინტერესო არის ის, რომ 75%-ი ევროკავშირს უსაფრთხოების გამო უჭერს მხარს. ეს უფრო აშკარაა იმის ფონზე, რომ წინა დღეს, რუსეთმა, როგორც მას დიდი ხანია სჩვევია, ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზებულ ხაზზე ჩვენი ერთი მოქალაქე მოკლა, მეორე კი ტყვედ აიყვანა და ეს არის ის, რაც გამუდმებით ხდება. მათ სურთ აფხაზეთის აეროპორტის აღდგენა და ამავდროულად, შავ ზღვაში ერთ-ერთი პორტის საკუთარ სამხედრო ბაზად გადაკეთების პროცესში არიან. შესაბამისად, ეს არის რუსეთი, ხოლო იმედი არის ევროკავშირში. უდავოა, რომ ქართველების თვალში, ევროკავშირი დანახულია როგორც ადგილი, სადაც საბოლოოდ ხარ დაცული.
სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილი: რუსეთმა, როგორც სჩვევია, ჩვენი ერთი მოქალაქე მოკლა, ხოლო მეორე გაიტაცა
tbl.ge/6lfk
დაკოპირდა

ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




