მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

გიგა ოთხოზორიას დედა: მტერს მტერი დავარქვათ – ეს არის მთავარი ამოცანა

ჩემთვის დღევანდელი დღე, გუშინდელი დღე იყო იმის წინაპირობა, რომ მთელი დღე ადგილს ვერ ვპოულობ, ძალიან განვიცდი, ასე მგონია, რომ წუთი-წუთზე ველოდები ჩემი შვილის მოსვენებას საკუთარ სახლში. დიდი უბედურება ხდება ჩვენს თავს. მე მაშინაც ვთქვი, რომ ჩემი შვილი ყოფილიყოს უკანასკნელი, რომელსაც მტრის ტყვია შეეხება მეთქი, მაგრამ ეს ასე არ არის.

[უნდა გაკეთდეს] ყველაფერი, რაც მათ ხელეწიფებათ და რაც იქნება იმის ბერკეტი, რომ ამ მდგომარეობიდან ოდესმე გამოვიდეთ. მტერს მტერი დავარქვათ - ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი ამოცანა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ეს შეუძლიათ.

ამბობს ტელეკომპანია ფორმულასთან, 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია.

6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები