მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ლილუაშვილი: მტერთან მხოლოდ დათმობის პოლიტიკა არის მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკა

სასტიკად ჩაცხრილული საქართველოს მოქალაქე და გატაცებული მოქალაქეები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი არის ამ ქვეყნის ისტორიული მტერი და მტერთან მხოლოდ დათმობის პოლიტიკა კი არის მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკა.

[..] მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგინოს გეგმა, როგორ აპირებს პასუხისგებაში მისცეს ამ მკვლელობის ჩამდენი პირები. 

თქვა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები