მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

კობახიძე: რუსეთის მიერ ოკუპაცია ენმ-ს მოღალატეობრივი პოლიტიკის მძიმე მემკვიდრეობაა

ოკუპაციამ კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

წერს Facebook-ზე ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები