უბედური შემთხვევა

კიევის ოლქში ზალუჟნის მოადგილე დაიღუპა, სამხედროს სახლში ხელყუმბარა აუფეთქდა

Ria

კიევის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ერთ-ერთი მოადგილე, 39 წლის გენადი ჩასტიაკოვი დაიღუპა. სიკვდილის მიზეზი ხელყუმბარის აფეთქება გახდა.

ჩასტიაკოვი ოჯახთან ერთად საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. სახლში იმყოფებოდნენ ასევე მისი ცოლი, ვაჟიშვილი და ქალიშვილი.

პირველადი ინფორმაციით ხელყუმბარა გაუფრთხილებლობით აფეთქდა. მძიმედ არის დაჭრილი ჩასტიაკოვის 13 წლის ვაჟიშვილიც, მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბინის დათვალიერებისას პოლიციამ ადგილზე კიდევ 5 ხელყუმბარა იპოვა.

კომენტარები