უბედური შემთხვევა

უშბაზე ექსპედიციის დროს მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

უშბაზე ექსპედიციის დროს მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი სიმაღლიდან გადავარდა.

სააგენტოს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო ვერტმფრენით მესტიაში ძებნა-შველის ღონისძიებები ჩაატარეს.

სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 3 პირი უვნებლად აიყვანეს.

კომენტარები