ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა. შემთხვევა 29 მაისს მოხდა.
ინტერპრესნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტურისტი მამაკაცი ჩანჩქერში შევიდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვერ მოახერხა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





