მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

წერეთელი კირბალზე: წინა წლების პრაქტიკის გამო, რუსეთი თავს ასე მოქცევის უფლებას აძლევს

კირბალში მომხდარი ფაქტი, ადამიანის მკვლელობა არის უმძიმესი. მის ოჯახს ვუსამძიმრებთ და ვუსამძიმრებთ ყველას ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მისი მთლიანობა, ვისაც კარგად ესმის თუ რას ნიშნავს ოკუპაცია. ეს ფაქტი კარგად გვანახებს, რა არის ოკუპანტების სურვილი და როგორიც იქცევიან ისინი. ასეთ ვითარებაში ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს სწორედ ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანს, როცა ადამიანები ვერ გრძნობენ თავს დაცულად და შესაძლებელია ნებისმიერ ასეთ ვითარებაში ყველაფერი მსხვერპლით დასრულდეს... ახლა, ამ წუთისთვის რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის უმკაცრესი დასჯა დამნაშავეების, მაგრამ როცა გვაქვს წინა წლების პრაქტიკა, როცა მაგალითად, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის ან სხვების მკვლელი არ დასჯილა, დღესდღეობითაც ოკუპანტი თავს უფლებას აძლევს, რომ სწორედ ასე მოიქცეს და ასეთი დანაშაული ჩაიდინოს.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი სოფელ კირბალთან რუსული საოკოპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მოკვლისა და დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა.

კომენტარები