პორტუგალია

ლისაბონის რესტორანში ტურისტი ყუმბარის შემთხვევით შეკვეთის გამო დააკავეს

telegrapg.co.uk

ლისაბონის ტურისტულ ცენტრში პოლიციამ ტურისტი დააკავა შემთხვევით ყუმბარის შეკვეთის გამო. ტურისტს ბროწეულის წვენის შეკვეთა სურდა, თუმცა ბროწეულის (pomegranate) ნაცვლად მიმტანს ყუმბარის (grenade) მოტანა სთხოვა. რესტორნის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, რუსულენოვანი აზერბაიჯანელი ტურისტი სასმლის შეკვეთისას სიტყვების თარგმნისთვის სპეციალურ აპლიკაციას იყენებდა. მან სიტყვა ბროწეული ფურცელზე არასწორად დაწერა, რაც მიმტანმა ბომბის აფეთქების მუქარად აღიქვა და პოლიცია გამოიძახა. 

პოლიციამ რესტორნიდან ხალხი გაიყვანა და ეჭვმიტანილ ტურისტს ძირს დაწოლა უბრძანა. ტურისტი უახლოეს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და დაკითხეს, სადაც გაირკვა, რომ ის რესტორანში ყუმბარის აფეთქებას არ აპირებდა. ლისაბონის პოლიციამ დაკავებული ტურისტის მონაცემები გადაამოწმა და პორტუგალიის ანტიტერორისტულ ცენტრთან კომუნიკაციის საფუძველზე ის გაათავისუფლეს. 

კომენტარები