ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელმა წითელ ზღვასთან რაკეტა ჩამოაგდო – იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელისკენ დრონები გაუშვეს

ისრაელის გრძელ-რადიუსიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა Arrow, 18 იანვარი, 2022
ისრაელის თავდაცვის სამინისტრო

31 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათთან, წითელი ზღვის რეგიონიდან გამოშვებული რაკეტა ჩამოაგდეს.

X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გავრცელებული ინფორმაციით, წითელი ზღვის მხრიდან წამოსული "მიწა-ჰაერის" კლასის რაკეტა ისრაელმა გრძელ-რადიუსიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის Arrow-ის დახმარებით ჩამოაგდეს. IDF-ის თქმით, რაკეტა ისრაელის ტერიტორიის გარეთ ჩამოაგდეს.

ამასთანავე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 31 ოქტომბრის დილით, ავიაგამანადგურებლების მეშვეობით, წითელი ზღვის მიმდებარედ მფრინავი მტრული ობიექტები უგულებელყვეს.

გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების მოძრაობამ თქვა, რომ ისრაელისკენ დრონები გაუშვეს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები