ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

27 ოქტომბრის შეფერხების შემდეგ, ღაზის სექტორში კომუნიკაციები ნაწილობრივ აღდგა

ისრაელის იერიში ღაზის სექტორში, 2023 წლის 11 ოქტომბერი
Ali Jadallah/Anadolu Agency

ღაზაში საკომუნიკაციო სერვისების ორი მიმწოდებლისა და მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, 27 ოქტომბერს შეფერხების შემდეგ, სექტორში კომუნიკაციები ნაწილობრივ აღდგენილია.

პალესტინის ტელეკომუნიკაციებმა (Paltel) საკუთარ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ პარასკევ საღამოს ძლიერი შეფერხების შემდეგ, 29 ოქტომბრის დილიდან ფიჭური და ინტერნეტ კავშირი თანდათან აღდგება.

"მიუხედავად საველე ვითარების სიმძიმისა, ჩვენი ტექნიკური ჯგუფები აკეთებდნენ და აკეთებენ ყველაფერს, რომ აღმოფხვრან რაც შეიძლება მეტი დაზიანება". -  დაწერა Paltel-მა.

29 ოქტომბერს სატელეკომუნიკაციო კომპანია Jawwal-მაც თქვა, რომ მისი სერვისები "ეტაპობრივად აღდგება".

X-ზე ინტერნეტ მონიტორინგის ორგანიზაცია NetBlocks-მაც დაწერა, რომ ღაზაში ინტერნეტი თანდათან აღდგება.

ღაზაში საკომუნიკაციო ქსელები 27 ოქტომბერს, პარასკევ საღამოს შეფერხდა. ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს უფროსმა მრჩეველმა, მარკ რეგევმა 28 ოქტომბერს BBC-ის უთხრა, რომ მტრის კომუნიკაციების შეფერხება "დასავლური დემოკრატიული არმიებისთვის ნორმალური პრაქტიკაა", თუმცა არ დაადასტურა, რომ ისრაელმა ღაზაში კომუნიკაციები შეგნებულად გაწყვიტა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები