ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ეგვიპტის ცნობით, ქალაქ ტაბაში არა რაკეტა, არამედ დრონი ჩამოვარდა

The Times of Israel

27 ოქტომბრის დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის ქალაქ ტაბაში გაურკვეველი წარმომავლობის რაკეტა ჩამოვარდა და აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ეგვიპტური მხარის ცნობით, ტაბაში არა რაკეტა, არამედ დრონი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტური გამოცემა al-Qahera news-მა გაავრცელა, რომელსაც აქვს კავშირები ეგვიპტურ დაზვერვასთან. 

ეგვიპტური გამოცემების თქმით, ეგვიპტეს აქვს უფლება უპასუხოს ამ თავდასხმას, როგორც კი დადგინდება მისი ზუსტი წარმომავლობა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, იერიში იემენიდან განხორციელდა, სადაც ირანიდან მართული აჯანყებულები, ჰუსიტები მოქმედებენ. ჩამოვარდნილ დრონზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია. 

კომენტარები