ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: მოვკალით ჰამასის ხუთი უფროსი მეთაური

IDF-ის მეთაური, ლეიტენანტ-გენერალი ჰერცი ჰალევი, 2023 წლის 24 ოქტომბერი
Emanuel Fabian/ Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, 27 ოქტომბერს საჰაერო თავდასხმების შედეგად ჰამასის ხუთი უფროსი მეთაური მოკლეს. ერთ-ერთი თავდასხმის ვიდეოს IDF X-ზე (ყოფილი Twitter) აქვეყნებს.

IDF-ის ცნობით, აღნიშნული თავდასხმის შედეგად მოკლეს ჰამასის ჩრდილოეთ ხან იუნის რაკეტების დანაყოფის მეთაური, ჰასან ალ-აბდულა. მათივე თქმით, თავდასხმისას მოკლეს ჰამასის რამდენიმე სხვა წევრიც და მათი სამხედრო ლოკაციები გაანადგურეს. 

ამასთან, IDF-ის ინფორმაციით, ჰამასის დააჯ-ტუფის ბატალიონის უფროსი მეთაურებიც მოკლეს: რიფაატ აბასი, იბრაჰიმ ჯაბდა და ტარეკ მაარუფი. IDF-ის ცნობით, დარაჯ-ტუფას ბატალიონის ჰამასის ღაზის ქალაქის ბრიგადის ნაწილია, რომელიც "ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს ბრიგადად" მიიჩნევა. 

"ბატალიონის წევრებმა 7 ოქტომბერს ისრაელის თავდასხმაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს". – დაამატა IDF-მა. 

მათივე თქმით, 27 ოქტომბერს ღაზის სექტორში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ჰამასის დაზვერვის დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, შადი ბარუდი მოკლეს


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები