შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ერდოღანმა შვედეთის NATO-ში მიღების პროტოკოლი რატიფიკაციისთვის პარლამენტს გაუგზავნა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ში შვედეთის მიღების პროტოკოლს ხელი მოაწერა და დოკუმენტი რატიფიკაციისთვის პარლამენტს გაუგზავნა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გავრცელებულ ინფორმაციას X-ზე გამოეხმაურა შვედეთის პრემიერი, ულფ კრისტერსონი და ერდოღანის ნაბიჯს მიესალმა.

"მოხარული ვარ იმის მოსმენით, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა რატიფიკაციის დოკუმენტები თურქეთის პარლამენტს უკვე გადასცა. ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს საკითხი. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი". - დაწერა კრისტერსონმა.

იმისთვის, რომ შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, პროცესს მხარი ბლოკის 31-ივე წევრმა უნდა დაუჭიროს. თურქეთსა და უნგრეთს შვედეთის NATO-ში მიღების დოკუმენტების რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 13 ივლისს თქვა, რომ თურქეთის პარლამენტი შვედეთის ალიანსში მიღების საკითხზე ოქტომბრამდე, შემოდგომის სესიის დაწყებამდე არ იმსჯელებდა. 

კომენტარები