ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

წითელი ნახევარმთვარის განცხადებით, IDF–მა ღაზის საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა

Washington Post

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ალ-კუდსის საავადმყოფოს ევაკუაციის დაწყებისაკენ მოუწოდა. სავარაუდოდ, მიზეზი სამედიცინო დაწესებულებაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსალოდნელი თავდასხმაა.  

წითელი ნახევარმთვარის მიხედვით, საავადმყოფოში 400-ზე მეტი პაციენტია, თუმცა, გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებას თავს აფარებს დაახლოებით 12 000 მშვიდობიანი მოქალაქე.

"ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინოს მყისიერი რეაგირება და თავიდან აიცილოს ის კატასტროფა, რომელიც ალ-აჰლის საავადმყოფოს შეემთხვა". –  წერს წითელი ნახევარმთვარე X-ზე.

ჰამასი, თავდაპირველად, 17 ოქტომბერს ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ისრაელის თავდაცვის ძალებს აბრალებდა, თუმცა IDF-ის გამოძიების შედეგად ისრაელის მხარემ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჰამასს დააკისრა.

18 ოქტომბერს ისრაელში მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის სექტორში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქება, როგორც ჩანს, ღაზის ტერორისტული დაჯგუფების მიერ არის გამოწვეული და არა ისრაელის.

ჟურნალისტებმა ბაიდენს ჰკითხეს რაზე იყო დაფუძნებული მისი განცხადება, რომ საავადმყოფოზე იერიში "სხვა მხარემ" მიიტანა, მან უპასუხა რომ "მონაცემებზე, რაც მე მაჩვენა ჩემმა თავდაცვის დეპარტამენტმა".


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები