ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მედია: ისრაელმა სირიაში ალეპოს აეროპორტი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი სირიის საზღვრის მახლობლად, 2023 წლის 7 ოქტომბერი. 
Michael Giladi/Flash90

სირიული სამთავრობო მედიის ცნობით, ისრაელმა იერიში მიიტანა ქალაქ ალეპოს აეროპორტზე.

მედიის ცნობით, დარტყმის შედეგად დაზიანდა ასაფრენი ბილიკი და მუშაობა შეწყდა. აქამდე, რამდენიმე საათით ადრე, სირიაში ამ აეროპორტის წინა, მსგავსი იერიშის დაზიანების გარემონტება ახალდასრულებული ჰქონდათ.

აეროპორტზე დარტყმის შესახებ ცნობა სირიიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტის გაშვების შემდეგ მალევე გავრცელდა.

რაკეტების გამშვებთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. სირიაში, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის ძალებს ეხმარება ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა, რომელიც ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს აკონტროლებს. შესაბამისად, ჰეზბოლას წევრები სირიის ტერიტორიაზეც არიან განლაგებული.

ალეპოს აეროპორტი ისრაელის სამიზნე წარსულშიც გამხდარა. ამ აეროპორტს ირანი საკუთარი მარიონეტული დაჯგუფებების მოსამარაგებლად იყენებდა. ბოლო იერიში ამ ობიექტზე 12 ოქტომბერს მიიტანეს.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები