ევროპული საქართველო

ბოკერია PACE-ზე: დაგვიანებული, მაგრამ ლოგიკური და საჭირო პროცესი მიდის თავისუფალ სამყაროში

დაგვიანებული, მაგრამ ლოგიკური, ლეგიტიმური და საჭირო პროცესი მიდის თავისუფალი სამყაროს სხვადასხვა ინსტიტუციებიდან პუტინის რეჟიმის და ზოგადად რუსეთის, როგორც ბოროტმოქმედი ტერორისტული სახელმწიფოს შეფასებისას. ამასთან ერთად, ბოლო დღეებში ჰოლოდომორის აღიარება მოხდა, როგორც საბჭოთა კავშირის მიერ გენოციდი, რომლის მემკვიდრეც დღევანდელი რუსეთია. ასეთ დროს, არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მაგალითად რუსეთის მიერ 90-იან წლებში საქართველოში ქართველების გენოციდს ან 2008 წლის აგრესიის შედეგად  ეთნიკურ წმენდას დააყენებდა საკითხად. ამ ყველაფრის ნაცვლად, ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც თავისუფალი სამყაროსგან იზოლაციაში გვაქცევს და პირისპირ, მარტოს გვტოვებს რუსეთთან.

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ვლადიმირ პუტინის რეჟიმი დიქტატურად აღიარა.

კომენტარები