ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ველი, რომ ისრაელის პასუხი იქნება პროპორციული - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Gints Ivuskans/AFP

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 11 ოქტომბერს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი თავდასხმებისგან, ის მოელის, რომ პასუხი ჰამასის 7-8 ოქტომბრის თავდასხმაზე პროპორციული იქნება.

"ველი, რომ, რა თქმა უნდა, როდესაც ისრაელის პასუხებს ვნახავთ, ისინი პროპორციული იქნება და მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეს კონფლიქტი გრძელდება, ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთოთ, რათა უდანაშაულო სამოქალაქო პირების დანაკარგი თავიდან ავიცილოთ". - თქვა სტოლტენბერგმა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

კომენტარები